16:44 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-18 11:55:59, 657 ნახვა

საზოგადოება
SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე, „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა“.

ფეხბურთის გულშემატკივარ SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, შოთი არველაძეს და საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, Arveladze Foundation-ის დამფუძნებელს აჩი არველაძეს მოუსმინოს.

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერები მსმენელს გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადების პროცესზე მოუყვებიან - გააცნობენ, თუ როგორ ემზადებიან სპორტსმენები თამაშებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს მათ წარმატებას ან წარუმატებლობას, რა ფაქტორები არის გასათვალისწინებელი მენეჯერისა და მოთამაშის მხრიდან მნიშვნელოვანი მატჩების წინ.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. 21 მარტს გამარჯვების შემთხვევაში კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები,  ყაზახეთისა და საბერძნეთის შეხვედრის გამარჯვებულ გუნდთან მატჩს 26 მარტს გამართავს.

26 მარტს გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსორი „საქართველოს ბანკია“.

შეხვედრა 19 მარტს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე SOLO ლაუნჯში გაიმართება   (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი, 29).





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics