|
2024-03-14 16:48:57, 1325 ნახვა
რეგიონი
შუახევში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი გრძელდება
შუახევში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობთ, დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. "მორიგი შეხვედრები გაიმართა ზამლეთისა და უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, რომელსაც შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ომარ ტაკიძემ მოსახლეობას "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" პრიორიტეტები გააცნო, რის შემდეგაც ადგილობრივებმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და განსახორციელებელი პროექტები განსაზღვრეს.
მიმდინარე წლის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი 628 000 ლარს შეადგენს. შეხვედრები ეტაპობრივად ყველა სოფელში გაიმართება“,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)