|
2024-03-13 17:11:38, 1294 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
ქედის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს მაჟორიტართან, ლევან ვერძაძესთან და მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან, რევაზ ვარშანიძესთნ ერთად, სოფლების - ქოსოფლის, ქვედა მახუნცეთის და ზედა მახუნცეთის მოსახლეობას შეხვდა. "მოსახლეობისათვის წელსაც პრიორიტეტულია ბეტონის საფარისა და გარე განათების მოწყობა, რომელსაც აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობამ ერთობლივი გადაწყვეტილებით უყარა კენჭი. დღესვე, მერი, საკრებულოს თავმჯდომარე რომან დავითაძესთან, მაჟორიტართან ვაჟა აბულაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან, ნაზიმ ჩხიკვაძესთან ერთად, სოფელი ცხემნის მოსახლეობას შეხვდა. პროგრამით გათვალისწინებული მოსახლეობასთან შეხვედრები პარალელურად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იმართება, რომელშიც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სტრუქტურული ერთეულის ხემძღვანელები, მაჟორიტარები, მოადგილეები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები არიან ჩართული",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)