|
2024-03-11 13:29:21, 1278 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა მოადგილეებთან და მერიის უწყების თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ მოადგილეებთან და მერიის უწყების თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებთან ერთად, სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს, განიხილეს მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები. "12 მარტიდან "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება. შეხვედრები მუნიციპალიტეტის 54 სოფელში გაიმართება, რომლის ბიუჯეტი 628 000 ლარია. პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ომარ ტაკიძემ მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)