|
2024-03-06 13:19:45, 883 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - მნიშვნელოვანია, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით ყველამ იმუშაოს
მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ყველამ იმუშაოს წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს საჭიროებას, რომ მთავრობა იყოს ინკლუზიური, ჩართოს ოპოზიციაც,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ასევე საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ჩართულობა. "მე არ შევაფასებ ცხრა ნაბიჯის იმპლემენტაციის დონეს დღეს. ჯერ ძალიან ადრეა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოში არის არჩევნები ოქტომბერში, რაც ბუნებრივად მიიპყრობს დიდ ყურადღებას, წაიღებს ყველა პოლიტიკური ლიდერის ბევრ ენერგიას. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ყველამ იმუშაოს წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს საჭიროებას, რომ მთავრობა იყოს ინკლუზიური, ჩართოს ოპოზიციაც. ოპოზიციისთვის ეს ნიშნავს კონსტრუქციულ მიდგომას და მთავრობასთან მუშაობის მცდელობას, რათა პროგრესი იყოს მიღწეული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მუდამ ვუსვამთ ხაზს, ასევე საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ჩართულობა. ასე რომ, გულწრფელად მაქვს იმედი, რომ საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, იქნებ ეროვნული კონსენსუსი და ყველა იმუშავებს ერთად ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით",- განაცხადა ჰერჩინსკიმ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)