00:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 16:24:54, 717 ნახვა

მსოფლიო
შოიგუ - ნატოს მხრიდან საფრთხის გაზრდის გამო, რუსეთმა ორი ახალი სამხედრო ოლქი შექმნა

ნატოს მხრიდან საფრთხის გაზრდის გამო, რუსეთმა ორი ახალი სამხედრო ოლქი შექმნა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

როგორც შოიგუ აღნიშნავს, ლენინგრადისა და მოსკოვის სამხედრო ოლქების შექმნა ჯარების მართვისა და კონტროლის ეფექტურობას საგრძნობლად გაზრდის.

„რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერების ფონზე, ალიანსის გაფართოებით ფინეთის და მომავალში, შვედეთის ხარჯზე, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ჩრდილო-დასავლეთისა და დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებებში ჯარის გასაძლიერებლად. შეიქმნა შეიარაღებული ძალების ორი სახეობათაშორისი სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანება - ლენინგრადისა და მოსკოვის სამხედრო ოლქები. ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების შემადგენლობისა და სტრუქტურის გაუმჯობესებას რუსეთის ფედერაციის სამხედრო უსაფრთხოებისთვის წარმოქმნილი საფრთხეების პროპორციულად“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics