|
2024-03-05 11:14:21, 1055 ნახვა
სამართალი
ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსხური ავრცელებს. შემოასვლების სამსახურის ცნობით, აღმოჩენილია 141 ერთეული ელექტრო სიგარეტი, ასევე სხვადასხვა დასახელებისა და განსხვავებული წონის შეფუთვებში მოთავსებული 278 ცალი ელექტრო სიგარეტის სითხეები. "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - "ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 141 ერთეული ელექტრო სიგარეტი, ასევე სხვადასხვა დასახელებისა და განსხვავებული წონის შეფუთვებში მოთავსებული 278 ცალი ელექტრო სიგარეტის სითხეები. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო ფულადი ჯარიმის საერთო ოდენობამ 8 408 ლარი (საქონლის ღირებულების 100-%) შეადგინა",- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)