|
2024-03-02 16:54:23, 813 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი დნესტრისპირეთის სეპარატისტების მოთხოვნაზე - მოლდოვის რეჟიმი კიევის კვალს მიჰყვება
დნესტრისპირეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის მიზეზებზე შეკითხვა უნდა დაუსვან მოლდოვის ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის კვალს მიჰყვება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, კიშინევმა უნდა შეწყვიტოს დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარების შესახებ „5+2“ ფორმატში მოლაპარაკების პროცესის ბლოკირება. "კითხვები უნდა მივმართოთ მათკენ, ვინც გახდა დნესტრისპირეთის პარლამენტის ასეთი განცხადების მიზეზი. პირველ რიგში, რეჟიმი, რომელიც დასახლდა კიშინიოვში და რომელიც უბრალოდ მიჰყვება კიევის კვალს. რეჟიმმა გააუქმა ყველაფერი რუსული, რუსული ენის დისკრიმინაციაა ყველა სფეროში და უკრაინელებთან ერთად კვლავ ახორციელებენ სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლას დნესტრისპირეთზე“, - განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, დნესტრისპირეთის სეპარატისტებმა 28 თებერვალს კიშინიოვი რეპრესიებში დაადანაშაულეს და რუსეთს მოლდოვისგან „დაცვა" სთხოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)