00:46 - 26 Jun, 2026
|
2024-03-01 20:23:16, 823 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - ღაზას სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა თავისი გაკოტრების შესახებ გამოაცხადა
ღაზას სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა თავისი გაკოტრების შესახებ გამოაცხადა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, განადგურდა მილიარდობით ადამიანის რწმენა საერთაშორისო სისტემის, სამართლიანობისა და კანონის მიმართ. „ღაზის სექტორში სასტიკად მოკლეს არა მხოლოდ ბავშვები, ქალები და მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ განადგურდა მილიარდობით ადამიანის რწმენა საერთაშორისო სისტემის, სამართლიანობისა და კანონის მიმართ“, - განაცხადა ერდოღანმა. ცნობისთვის, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)