00:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 18:39:18, 734 ნახვა

მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

მანამდე კი, ალექსეი ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდი  მარინოში, ღვთისმშობლის ხატის მოსკოვის ეკლესიაში გაიმართა.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო და ადგილზე სპეცრაზმი და პოლიცია იყო განლაგებული.

შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა. რეგიონული სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბი იყო.

მოგვიანებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ალექსეი ნავალნის დედისთვის, ლუდმილა ნავალნაიასთვის ნაჩვენებ სიკვდილის შესახებ სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ სიკვდილის მიზეზები ბუნებრივი იყო. ნავალნის ცხედარი 24 თებერვალს, მის დედას გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა აქტივები გაუყინა რუსეთის იმ ციხის მაღალჩინოსნებს, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი გარდაიცვალა. გარდა ამისა, ნავალნის თანამებრძოლებმა პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  €100 000-ს ოდენობით ფულადი ჯილდო დააწესეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics