|
2024-03-01 17:18:14, 1486 ნახვა
რეგიონი
ქედაში მინი სპორტული მოედნისა და სკვერის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
დაბა ქედაში, თ. სახოკიას ქუჩაზე ახალი მინი სპორტული მოედნისა და სკვერის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან, იმედა ვასაძესთან და სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსთან, გენადი ანანიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. "პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე ტიპის მინი სპორტული მოედანი, მოეწყობა მოედნის სექციური ღობე, ბეტონის ფილა, ხელოვნური ბალახის საფარი, განათება და აღიჭურვება სპორტული ინვენტარით. ასევე, მინი-სპორტული მოედნის მიმდებარედ მოეწყობა სკვერი. დაიდგმება ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, დამონტაჟდება დეკორაციული სკამები, ურნები და განათებები. მინი სპორტული მოედნის და სკვერის მთლიანი პერიმეტრი შემოისაზღვრება ლითონის ღობით. სამუშაოებს შპს "ესია ჯგუფი" ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 281 618 ლარს შეადგენს",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)