21:34 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 11:00:00, 1487 ნახვა

ომი უკრაინაში
შოლცი: გერმანია არ მიაწვდის Taurus რაკეტებს უკრაინას, რადგან მათ შეუძლიათ მოსკოვამდე მიაღწიონ

გერმანიას არ სურს უკრაინას Taurus რაკეტების მიწოდება, რადგან მათი დიაპაზონი მოსკოვზე დარტყმის საშუალებას იძლევა. - ამის შესახებ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცმა თქვა, რომ ზოგიერთ სხვა იარაღს, როგორიცაა MARS II მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა (ამერიკული HIMARS-ის ვარიანტი), არ აქვს ისეთივე ძალა, როგორც Taurus რაკეტებს, მაგრამ „მათ მეტის გაკეთება შულძიათ“.

„Taurus აქვს 500 კმ დიაპაზონი და არასწორად გამოყენების შემთხვევაში მას შეუძლია მიაღწიოს გარკვეულ სამიზნეებს სადმე მოსკოვში“. - ხაზი გაუსვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცმა ცხადყო, რომ სხვა ქვეყნები, რომლებიც აწვდიან უკრაინას იარაღს, უზრუნველყოფენ მისი გამოყენების გარკვეულ პირობებს. გერმანიისთვის კი, ასეთი მიდგომა ნიშნავს გერმანელი სამხედროების მონაწილეობას რაკეტების გაშვებაში, თქვა შოლცმა.

”ჩვენს შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ, გერმანელი სამხედროები ჩავიდნენ უკრაინაში რათა, უზრუნველყონ სისტემის მუშაობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გამორიცხულია“, - განაცხადა კანცლერმა.

მანამდე შოლცმა თქვა, რომ კიევისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდება ომის ესკალაციასთან არის დაკავშირებული, რადგან მათ შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე მოხვედრა.

Taurus KEPD 350 საჰაერო-მიწა საკრუიზო რაკეტა დამზადებულია შვედურ-გერმანული კომპანია Taurus Systems-ის მიერ და აქვს 500 კმ-მდე მოქმედების მანძილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics