|
2024-02-29 18:09:00, 1229 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სამგზავრო ავტობუსით 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ოქროს ნაკეთობები ავტობუსის წინა საბურავებს შორის, სპეციალურად მოწყობილ სამალავში იყო მოთავსებული, წინასწარი მონაცემებით მათი საბაჟო ღირებულება აღემატება ნახევარ მილიონ ლარს. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ოქროს ნაკეთობების ზუსტი ღირებულების დადგენის მიზნით მიმდინარეობს ექსპერტიზა",- აღნიშნულია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)