|
2024-02-27 15:06:06, 1725 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე იმსჯელეს, თუმცა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ადასტურებს, რომ უკრაინაში ჯარის გაგზავნის საკითხზე დისკუსია გაიმართა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. დუდას განცხადებით, პარიზში შეხვედრის დროს მოკავშირეებმა აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. "ყველაზე ემოციური დისკუსია გაიმართა უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნის თემაზე და აქ არანაირი თანხმობა არ იყო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა. ცალკეული ქვეყნები თავად წყვეტენ, როგორ დაეხმარებიან უკრაინას",- განაცხადა დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, მოკავშირეები უახლოეს მომავალში უკრაინაში შეიარაღების მოცულობითი პარტიის გაგზავნას შეძლებენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ "უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხული არაა".
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)