|
2024-02-27 13:02:56, 1394 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემების მიწოდებას გეგმავს
ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემების მიწოდებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გაეროში ისრაელის მუდმივ წარმომადგენელზე, გილად ერდანზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის პოტენციალს უკრაინელ მეგობრებს უზიარებს. "ისრაელი მუშაობს უკრაინას ადრეული გაფრთხილების სისტემებით უზრუნველსაყოფად, რათა გადაარჩინოს მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული დარტყმისგან. ჩვენ იძულებულნი ვართ, გავხდეთ ექსპერტები ამ სფეროში და მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ", - განაცხადა გილად ერდანმა. მისივე თქმით, ისრაელი უკრაინას მხარს ომის პირველი კვირებიდან უჭერს. "ისრაელმა 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული აღჭურვილობა გაუგზავნა ჩვენს უკრაინელ მოკავშირეებს რუსეთის შემოჭრის პირველ კვირას. ჩვენ ასევე განვათავსეთ საველე ჰოსპიტალი უკრაინაში, რომელმაც დახმარება გაუწია ათასობით დაჭრილს, ხოლო ასობით უკრაინელი პაციენტი მკურნალობდა ისრაელის საავადმყოფოებში და კლინიკები", - დასძინა გილად ერდანმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)