|
2024-02-24 15:20:02, 1433 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი - ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და გავიმარჯვებთ
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ჰოსტომელში ჩავიდა, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ "კიევის სამ დღეში აღება" უნდა დაწყებულიყო და ვიდეომიმართვა გაავრცელა. ზელენსკის თქმით, უკრაინელები იმისთვის იბრძვიან, რომ მომავალში სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იყოს სიტყვა დამოუკიდებელი. „სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო "კიევისა და უკრაინის 3 დღეში აღება". ორი წლის წინ, სწორედ აქ, ცეცხლით დავხვდით მტრის დესანტს. ორი წლის შემდეგ, აქ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ვხვდებით. დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! თითოეული მათგანით წარმოუდგენლად ვამაყობ. თითოეული მათგანით აღფრთოვანებული ვარ. მე თითოეული მათგანის მჯერა. ომის დასრულება ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს სურს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დასრულებას არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს. ამიტომ, ომის დასრულების შესახებ სიტყვებს ჩვენ ყოველთვის ვამატებთ: ჩვენი პირობებით. ამიტომ, სიტყვა მშვიდობის გვერდით ყოველთვის ჟღერს: სამართლიანი. ამიტომ მომავალში სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)