04:52 - 26 Jun, 2026
|
2024-02-22 20:23:54, 896 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა
უკრაინაში ომის დაწყების 2 წლისთავზე, დიდი ბრიტანეთი რუსეთსა და ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. შავ სიას დაემატება 52 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი. „დღეს დაწესებული შემზღუდავი ზომები ძირს გამოუთხრის რუსეთის პრეზიდენტის შესაძლებლობას, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობითა და საჭირო შეიარაღებით მოამარაგოს რუსეთის არმია, რომელიც ისედაც პრობლემებს განიცდის და ასევე, არ მისცემს მას საშუალებას, შეავსოს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)