|
2024-02-21 16:38:27, 640 ნახვა
პოლიტიკა
მეცოლა - ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს
კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. მეცოლას თქმით, აუცილებელი რეფორმები მთავარი იქნება, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე", - წერს რობერტა მეცოლა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)