|
2024-02-20 22:25:43, 688 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა გაეროს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხება, ვეტო კიდევ ერთხელ დაადო
აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადო ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს,რომელიც ისრაელსა და „ჰამასს “შორის ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გაეროს უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა ალჟირის მიერ შემუშავებულ პროექტს, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა თავი შეიკავა. გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რომ აშშ ვეტოს დაადებს რეზოლუციის პროექტს, რადგან ის საფრთხეს უქმნის აშშ-ს, ეგვიპტეს, ისრაელსა და კატარს შორის მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ომის შეჩერებას და მძევლების გათავისუფლებას ისახავს. „ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ეს საბჭო ახლა მიმართავს, უნდა დაეხმაროს და არ უნდა შეაფერხოს ეს მგრძნობიარე მოლაპარაკებები. ჩვენ გვჯერა, რომ არსებული რეზოლუცია ფაქტობრივად, უარყოფითად იმოქმედებს ამ მოლაპარაკებებზე. დაუყოვნებლივ, უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა შეთანხმების გარეშე, რომელიც მოითხოვს „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებას, არ მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას. სამაგიეროდ, შეიძლება, გაახანგრძლივოს ბრძოლა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის“, - განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)