|
2024-02-20 11:37:59, 831 ნახვა
საზოგადოება
აპარატი - სახალხო დამცველმა თბილისის მერიას დასაქმებულთა დარღვეული შრომის უფლების აღდგენის წინადადებით მიმართა
19 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მერიას და მის მიერ დაფუძნებულ ხელოვნებისა და სპორტულ დაწესებულებებს თანამშრომლებთან დადებული შრომის ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის წინადადებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. აპარატის ცნობით, დადგინდა, რომ პედაგოგებს და მწვრთნელებს ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობა კანონშეუსაბამოდ ეზღუდებათ. "თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 29 ხელოვნების სკოლაში, ერთ ხელოვნების კოლეჯსა და 2 სპორტულ დაწესებულებაში დასაქმებულ 918 პედაგოგს/მწვრთნელს ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უსარგებლია ანაზღაურებადი შვებულებით, ვინაიდან მათთან ყოველ წელს შრომითი ხელშეკრულება იდება 10 თვის ვადით. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების 1 წელზე ნაკლები ვადით დადების საფუძველი არ არსებობს. დადგინდა, რომ პედაგოგებს და მწვრთნელებს კანონშეუსაბამოდ ეზღუდებათ ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობა, ასევე უფლება შეინარჩუნონ სამუშაო ადგილი და დაცული იყვნენ დაუსაბუთებელი და უკანონო გათავისუფლებისგან, ვინაიდან 10 თვის ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელს აძლევს ფორმალურ საფუძველს, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვიტოს",- ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)