|
2024-02-17 14:45:38, 929 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთი, უტყუარი მტკიცებულება, რომ პუტინი მსოფლიოს ნომერ პირველი მტერია
ნავალნის მკვლელობა და მის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები არის, კიდევ ერთი, უტყუარი მტკიცებულება, რომ პუტინი ადამიანის, მსოფლიოს ნომერ პირველი მტერია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ნავალნის მკვლელობა, კიდევ უფრო უნდა აჩქარებდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას, "არ მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის ბინძურ მოქმედებებში". "განსხვავებული აზრის დევნა, ოპონენტის ფიზიკური განადგურება, ადამიანის სიცოცხლის მიმართ ზერელე დამოკიდებულება, მოწამვლა, არაადამიანური მოპყრობა და სიკვდილით დასჯა, ეს არის პუტინის როგორც პატარა, მკვლელი მანიაკის სახე... ნავალნის მკვლელობა და მის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები არის, კიდევ ერთი, უტყუარი მტკიცებულება, რომ პუტინი ადამიანის, მსოფლიოს ნომერ პირველი მტერია. ივანიშვილი, როგორც პუტინის მანიაკალური იდეოლოგიის გამგრძელებელი საქართველოში, არის უდიდესი საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ივანიშვილი ერთი ერთში იმეორებს მისი "ფავორიტის" მოქმედებებს, პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, დაწყებული მოწამვლით, გაგრძელებული მის წინააღმდეგ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ანგარიშსწორებით. ნავალნის მკვლელობა, კიდევ უფრო უნდა აჩქარებდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას, არ მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის ბინძურ მოქმედებებში, რომელიც თანხვედრაშია მკვლელი პუტინის სურვილებთან და მოქმედებებთან. უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ზურაბიშვილს. პირადი დამოკიდებულებებით არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ის, ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და იმოქმედოს შესაბამისად. უნდა ესმოდეს პასუხისმგებლიან ადამიანს, პოლიტიკოსს და პრეზიდენტს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, დროული მოქმედება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით", - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)