|
2024-02-17 12:03:58, 1535 ნახვა
ომი უკრაინაში
ავდეევკა რუსმა ოკუპანტებმა აიღეს, უკრაინული ჯარი პოზიციებს ქალაქის მისადგომებთან ამაგრებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ, განაცხადა, რომ დასრულდა უკრაინული ძალების გაყვანა დონეცკის რეგიონში ქალაქ ავდეევკადან. ”საოპერაციო ვითარების საფუძველზე, რომელიც განვითარდა ავდეევკას გარშემო, რათა თავიდან აიცილოს დიდი დანაკარგი და შეინარჩუნოს სამხედრო პერსონალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მან გადაწყვიტა ჩვენი დანაყოფები გაეყვანა ქალაქიდან და თავდაცვაზე გადასვლა უფრო ხელსაყრელ საზღვრებში”, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალაბის ფეისბუქ გვერდზე. პარასკევს, შუადღისას, ავდეევკას ცენტრში დროშებით გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც რუსები ქალაქის ცენტრში იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ, ქალაქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა. ალექსანდრე ტარნავსკიმ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მეთაურია თქვა, რომ "პერსონალი უკვე გამოყვანილი იქნა ავდეევკიდან" და უკრაინელმა სამხედროებმა "დაიკავეს დაცვა გარკვეულ ხაზებზე". ამრიგად, კრემლმა, მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, მიაღწია მიზნებს ამ მიმართულებით: უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო თავდაცვითი ხაზი, რომელიც 2014 წლიდან არ შეცვლილა, დაეცა. რუსული ჯარები არაერთხელ ცდილობდნენ ავდეევკას ხელში ჩაგდებას 2022 წლის თებერვალში შეჭრის დასაწყისიდან. მასზე ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა 2023 წლის შემოდგომაზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)