08:17 - 26 Jun, 2026
|
2024-02-16 21:29:30, 869 ნახვა
მსოფლიო
გაერო ნავალნის გარდაცვალების დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ალექსეი ნავალნის სიკვდილით და საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გაეროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ვინმე სახელმწიფოს პატიმრობაში იღუპება, ამაზე პასუხისმგებელი სწორედ სახელმწიფოა. "პასუხისმგებლობის უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანოს მიერ განხორციელებული მიუკერძოებელი, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების გზით", - ნათქვამია გაეროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)