|
2024-02-16 19:44:24, 653 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი აქვს 60%-მდე, რადიკალურ ოპოზიციას დაახლოებით 20%
ნიკა გვარამიასგან "ნაცმოძრაობის" კრიტიკა დაახლოებით იგივეა, რაც ჰიტლერის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს გაეკრიტიკებინა ფაშისტური რეჟიმი, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა. მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას ინტერვიუს შესახებ, სადაც ის "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. მისი თქმით, გვარამიას თუ სააკაშვილის მთავრობის სხვა წარმომადგენლების მხრიდან "ნაცმოძრაობის" კრიტიკა მიმართულია ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვისკენ, რეალურად კი, ისინი დღესაც ერთ ჯგუფში არიან. "რაც შეეხება იმას, რა მიზანს ისახავს ["ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა], გვარამია იქნება ეს თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა სახელებსა და გვარებს - ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლები, იყვნენ ნაცმოძრაობის წევრები, მისი სატელიტები საბანკო სექტორიდან საიდანაც არეკეტებდნენ ხალხს თუ ა.შ. - ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ერთ ჯგუფში იყვნენ და დღესაც ერთ ჯგუფში არიან, უბრალოდ, მათ აქვთ საარჩევნო მიზნები. როდესაც "ქართულ ოცნებას" რეიტინგი აქვს 60 პროცენტამდე, რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის "ნაცმოძრაობას" და მათ პატარ-პატარა სატელიტებს დაახლოებით 20 პროცენტი, დანარჩენი 20 პროცენტი არის, ასე ვთქვათ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების გარკვეული სივრცე, რისთვისაც ყველა იბრძვის, მათ შორის, ჩვენც. ახლა, ნიკა გვარამია ცდილობს, რომ ამ 20 პროცენტში რამდენიმე პროცენტზე იმუშაოს, იბრძოლოს. ამ გადაუწყვეტელ, დაახლოებით 15-დან 20 პროცენტამდე ამომრჩეველს უმიზნებს ხაზარაძეც, გვარამიაც - აი, ამაზე მუშაობენ და ცდილობენ, რომ ხალხი მოატყუონ, გაემიჯნონ "ნაცმოძრაობას" და შექმნან რაღაცა ფონი, თითქოს ისინი არიან "ნაცმოძრაობისგან" დამოუკიდებლები. როგორ შეიძლება სერიოზულად ვიმსჯელოთ ნიკა გვარამიას არა-ნაცობაზე? ისევე, როგორც ვერასდროს, ჰიტლერის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ვერ ილაპარაკებდა იმაზე, რომ ისინი ემიჯნებიან ფაშიზმს, ასევე ვერ უნდა ილაპარაკოს ნიკა გვარამიამ, რომ ის ემიჯნება "ნაცმოძრაობას". - განაცხადა მდინარაძემ. მან ასევე ისაუბრა საარჩევნოდ პარტიებს შორის პროცენტული გადანაწილების შესახებ და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ამოცანა, მოიპოვოს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნდობა, არარეალურია და მათ ერთმანეთში "ჭიდაობა" მოუწევთ. "ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, გუშინაც ვთქვი და კიდევ უფრო დავაკონკრეტებ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს 60 %, შეუძლებელია, რომ აქ ვინმემ წარმატებას მიაღწიოს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნაცმოძრაობას აქვს არასრული 20% , დანარჩენ პროცენტებზე ასე ვთქვათ, ნადირობს ყველა. შესაბამისად ამისა, იქ ძალიან დიდი შანსი აქვს რა თქმა უნდა მათ შორის „ქართულ ოცნებასაც“, რომ ამ 20%-ში ნდობა მოიპოვოს, მაგალითად, თავისი სიმართლით, გულწრფელობით, თავისი რეფორმებით, თავისი რეალურად პროევროპელობით, მშვიდობით, სტაბილური განვითარებით და ა.შ., მაგრამ როდესაც ემიჯნებიან „ნაცმოძრაობას“ ნაცმოძრაობის წევრები და ისინი ცდილობენ ამ 20%-ში რაღაცნაირად შეძვრნენ ამ გზით, ამაზე აბსტრაქტული, ამაზე არარეალური ამოცანა ბუნებრივია ვერ იქნება, იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობის" პროცენტებში ერთმანეთში მათ მოუწევთ ჭიდაობა, ზრუნვა იმაზე, რაც აბსოლუტურად არარეალურია და ამიტომ მათ ვერანაირ პროგრესს ამ მიმართულებით ვერ უწინასწარმეტყველებს ვერც ერთი ობიექტური დამკვირვებელი ან რომელიმე ექსპერტი ამ სფეროში", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)