|
2024-02-16 15:08:45, 980 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს" ოთხმა წევრმა, 2023 წლის ნოემბერში, ორი მოდავე მხარის მიმართვის საფუძველზე, ქალაქ გორში „ქურდული გარჩევა" მოაწყო. "ბრალდებულებმა მხარეებს შორის არსებული კონფლიქტი განიხილეს და გადაწყვეტილება ,,ქურდული სამყაროს" წესების შესაბამისად მიიღეს. აღნიშნული ქმედებისთვის 4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება სსკ-ის 223⁴-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)