|
2024-02-15 16:03:01, 640 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ივანიშვილზე - ადამიანი, რომელმაც ჯერ ქართული სულიერება და შემდეგ ქვეყანა ფიზიკურად გადაარჩინა - გამყიდველებისგან მის წინააღმდეგ ისტერია გასაგებია
მესმის ამდენი კითხვა ბიძინა ივანიშვილზე, ადამიანზე, რომელმაც ჯერ ქართული სულიერება თავისი მიზანმიმართული ქველმოქმედებით გადაარჩინა და შემდეგ ფიზიკურად გადაარჩინა ეს ქვეყანა, ამ კაცის წინააღმდეგ ასეთი გაშმაგებული კამპანია გასაგებია და ქვეყნის გამყიდველებისაგან იმ ადამიანზე შეტევა, რომელმაც მაგალითი დადო და ამას ათწლეულების შემდეგ კიდევ უფრო დააფასებენ დარწმუნებული ვარ, როგორ არ იყიდება ქვეყანა ამის პრეცედენტი და მაგალითი დადო, შესაბამისად მათი ისტერია გასაგებია ვინც მას უტევს განსაკუთრებულად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, „ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას არაფრად არ მიიჩნევენ ის ადამიანები, რომლებიც თვეში 2 000 დოლარად ყოველდღე ყიდიან საკუთარ ქვეყანას". „არ უნდა დაგვავიწყდეს ეს არის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე 2012 წლამდე, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება ებრძოდა სულიერებას, ებრძოდა ყველაფერს ქართულს, კულტურას, ქველმოქმედება განახორციელა ზუსტად ამ მიმართულებით, რომ გადაერჩინა ქართული სულიერება, აშენებდა ეკლესიებს, აშენებდა თეატრებს, კულტურის სხვადასხვა წარმომადგენლებს ეხმარებოდა, ამ მიმართულებით ეწეოდა ქველმოქმედებას და მეორე მხრივ, 2012 წლის შემდეგ დღემდე ჩვენ ყველამ ერთად ისე მოვიტანეთ მისი ხელმძღვანელობით ეს სიტუაცია, რომ უკვე ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ არა მისი ხელისუფლებაში მოსვლა 2012 წლიდან და შემდგომ განვითარებული მოვლენები დღეს საქართველოში იქნებოდა ომი, უბედურება და შეიძლება ფიზიკური განადგურების ძალიან რეალური საფრთხის წინაშე ვყოფილიყავით და მაგალითი აჩვენა იმისა, როგორ არ იყიდება ქვეყანა და ამაზე სხვათა შორის სპეკულაციურად ისე ლაპარაკობენ და 2 მილიარდს საერთოდ არაფრად არ მიიჩნევენ ის ადამიანები, რომლებიც თვეში 2000 დოლარად ყოველდღე ყიდიან საკუთარ ქვეყანას და ამას შემთხვევით არ ვამბობ“, - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი აქტიურადა ჩართული პარტიის საქმიანობაში, რაც პარტიას "ერთიორად ადგება". „ბიძინა ივანიშვილი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს აქტიურად არის ჩართული კომუნიკაციაში ზოგადად. თქვენ იცით, რომ ეს კომუნიკაცია მანამდე არ არსებობდა, იყო მხოლოდ რჩევების დონეზე ცალკეულ შემთხვევებში, იშვიათ შემთხვევებში და ასე ვთქვათ ეს რჩევები იყო მთავარ მიმართულებებთან დაკავშირებით, ძალიან ღირებული რჩევები, სულ 2-3 ადამიანთან, როგორც მან განაცხადა და ძირითადად მიმართულებებთან დაკავშირებით მართლაც ბევრი ვიცი, რომ გენიალური რჩევა იყო. პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილების მიმღები, ასეთი რჩევების მომცემი ადამიანი ბევრი არ გვყავს, არა მხოლოდ საქართველოში, ბევრი ასეთი ადამიანი არ არსებობს და დღეს ეს ადამიანი, როდესაც ასეთი გონებრივი შესაძლებლობების და ასეთი პოლიტიკური გათვლების შესაძლებლობების მქონე ადამიანი, როდესაც უფრო აქტიურად არის ჩართული, ეს ბუნებრივია პარტიას ერთიორად ადგება. მაგრამ უშუალო ჩართულობა, რეგიონში ჩავა თუ არა წინასწარ გადაწყვეტილი არც გვაქვს, დარწმუნებული ვარ მასაც ამასთან დაკავშირებით ესე მკაფიო წინასწარი გადაწყვეტილება არ ექნება. ჩემი აზრით შეიძლება არც იყოს საჭირო იმდენად მყარად ვართ ამასთან დაკავშირებით და მისი ეს დამატებითი, უშუალო ჩართულობა შეიძლება იმდენად გვაძლიერებს, რომ არაფერში არ დაჭირდეს ამ ადამიანს რეგიონებში სიარული, შეიძლება გადაწყვიტოს კიდეც, ეს მასზეა დამოკიდებული და ამაზე წინასწარ პასუხს ვერ გაგცემთ“, - დასძინა მდინარაძემ.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)