|
2024-02-14 19:32:36, 935 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - საერთო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა მნიშვნელოვანია
მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დისკუსიის გახსნა საერთო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით და შემდეგ განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, თუ ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება ეს მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება. „იმ პირობებში, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას გვექნება ჩვენ-ჩვენი საარჩევნო ნომერი, გვეყოლება ჩვენ-ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გვექნება ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ყველას შეგვიძლია, გვყავდეს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ერთობის შექმნა იქ, სადაც არის ქვეყნის ინტერესი. რას გადაწყვეტს დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეს მისი გადასაწყვეტია, მისი პერსონალური პრეროგატივაა, თუმცა დღეს ნამდვილად არის ბრძოლის დრო იმისთვის, რომ მოვიტანოთ ცვლილება. იმედი მაქვს, თითოეული ადამიანი აცნობიერებს იმ პოზიტიურ როლს, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)