|
2024-02-14 14:25:22, 1056 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც 8 მეწარმე სუბიექტის დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი იყო, საგადასახადო დეკლარაციებში არასრულად ასახავდა დამატებული ღირებულების გადასახადით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ რეალურ ბრუნვას, რის შედეგადაც განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3 223 000 ლარის გადასახადს. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) და 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (7 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)