11:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-11 15:34:17, 893 ნახვა

მსოფლიო
კამერონი - ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის პერსპექტივით

ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის პერსპექტივით,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი სოციალურ ქსელში წერს.

კამერონის განცხადებით, დაუყოვნებლივი პაუზა პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

"ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის პერსპექტივით. ღაზას სექტორის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ მხარეში, თავშესაფარშია. პრიორიტეტი უნდა იყოს დაუყოვნებლივი პაუზა დახმარების მისაღებად და მძევლების გასათავისუფლებლად, შემდეგ კი პროგრესი მდგრადი, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ",- წერს კამერონი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე].

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა. 

გაეროს ინფორმაციით, რაფაჰში 1,3 მილიონზე მეტი ადამიანია, მათი უმრავლესობა ღაზას სხვადასხვა ადგილიდან არის დევნილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics