16:19 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 11:42:21, 524 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილების წესი უკვე ამოქმედდა

პირველი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც, საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილებაა დასაშვები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები სკოლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შემუშავდა. 

კახა კალაძის განცხადებით, მითითებული წესის გამოყენება შეეძლებათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების წარმომადგენლებს. 

„აღნიშნული წესის შესაბამისად, კერძო თუ საჯარო სკოლას შეუძლია, მიმართოს მუნიციპალიტეტს, მიაწოდოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მათი რაოდენობისა და მიმართულებების შესახებ, შეათანხმოს სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალი. ამის შემდეგ, მათ შეეძლებათ, უზრუნველყონ სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არ დავიწყებ ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატარების უსაფრთხოება, მათი გადაადგილება, რათა  დილისა და საღამოს საათებში საცობებში არ იდგნენ. იაქტიურეთ, მოგვმართეთ და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით, რომ იმ სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნები შევითანხმოთ, რომლითაც პატარები გადაადგილდებიან, დავარეგისტრიროთ და ავტობუსის ზოლების გამოყენება შეძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics