02:19 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 15:03:45, 575 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მგონია, აქცენტი გაკეთდება ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და არა სააკაშვილის შეწყალებაზე

მე მგონია, აქცენტი გაკეთდება უფრო სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და არა სააკაშვილის შეწყალებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას -„ელოდებით თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს?“

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა პირდაპირ ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. 

„მე მგონია, უფრო სხვა გეგმები აქვთ სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობრებს. გეგმა უფრო მეტად ორიენტირებულია იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ფსევდოშუაშისტურმა პოლიტიკოსმა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამ მიზანს, თავისი არსით, პირდაპირ ეწინააღმდეგება სააკაშვილის შეწყალება",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics