|
2024-02-01 10:09:37, 1224 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ბრალდებულებს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილში ბრალდებულებმა დაზარალებული ვითომდა სამუშაოდ, მოტყუებით გაამგზავრეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და გადასცეს პირს, რომელთანაც სოლიდური ფინანსური ვალდებულება გააჩნდათ. დაზარალებული საზღვარგარეთ მონობის თანამედროვე პირობებში აღმოჩნდა. კერძოდ, მას ჩამოართვეს პასპორტი, შეუზღუდეს თავისუფალი გადაადგილება და კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, აკონტროლებდნენ და მასზე მუდმივად ძალადობდნენ. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით) წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)