16:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-30 12:31:57, 771 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი - კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია

კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

სააკაშვილის თქმით, "მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის".

"კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია.

მაგიდის გარშემო სკამების კარუსელი საერთოდ არაფერს ცვლის რიგითი ქართველისთვის:

დედები ისევ გააგრძელებენ უთანასწორო ბრძოლას შვილებისთვის ლუკმის მოსაპოვებლად;

სტუდენტები ისევ ვერ დასაქმდებიან მიღებული პროფესიის მიხედვით;

ბებიების და ბაბუებისთვის ერთადერთ გულისგამახარებელ ფაქტად დარჩება საერთაშორისო ზარები უცხოეთში გადახვეწილი შვილებისგან და შვილიშვილებისგან.

ამ ბანდის ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრება და ხელისუფლების განმტკიცებაა. მათ ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, გუშინ, 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს მთავრობის მეთაურის პოსტზე "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics