|
2024-01-23 23:52:15, 1031 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა კეკელიძის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით, ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლება დაიწყეს. ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა 20 პირი დააკავეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)