11:20 - 19 Aug, 2026
|
2024-01-23 14:38:25, 1555 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ხარკოვში დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა - დაშავდა 42 ადამიანი
რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე ავრცელებს. სინეგუბოვის თქმით, დაშავებულთა შორის 4 ბავშვია. "დამპყრობლების თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. დაშავდა 42 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია, რომელთა მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა", - წერს სინეგუბოვი. ცნობისთვის, დღეს, 23 იანვარს რუსმა ოკუპანტებმა კიევსა და ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევზე თავდასხმის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 9 ადამიანი, რომელთაგანაც ერთი ბავშვია.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)