|
2024-01-23 11:42:53, 1527 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევი და ხარკოვი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 9 ადამიანი, რომელთაგანაც ერთი ბავშვია. "ამჟამად დედაქალაქში, სოლომიანსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში მტრის თავდასხმის შედეგად 9 ადამიანია დაშავებული. 8 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. კერძოდ, ექიმები ატარებენ რეანიმაციულ ზომებს ერთ დაზარალებულზე, ერთს, 13 წლის ბიჭს, ადგილზე დაეხმარნენ", - განაცხადა კლიჩკომ. კიევის გარდა, ოკუპანტებმა საჰაერო იერიშები ხარკოვზეც მიიტანეს. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 28 ადამიანი. "ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონში საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს დაარტყეს. დაიღუპა 2 ქალი და დაშავდა 28 მშვიდობიანი მოქალაქე. სადარბაზოები დანგრეულია. ნანგრევების ქვეშ ხალხია. ადგილზე მაშველები და საგანგებო სიტუაციების სხვა სამსახურები მუშაობენ. ოკუპანტებმა დაარტყეს მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას: განადგურდა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა სამოქალაქო პირების ავტომობილები. ეს არის მორიგი ტერორისტული აქტი", - წერს სინეგუბოვი Telegram-ზე.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)