|
2024-01-22 19:54:44, 1261 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა ნატოში არ არის, რადგან ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინია - ეს ღალატია უკრაინის მიმართ
უკრაინა ნატოში არ არის, რადგან ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შეურაცხმყოფელია, როდესაც რიგი ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინიათ, ამით "ამბობენ, რომ ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათი არ არის, ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის დამამცირებელი და ღალატი უკრაინის მიმართ". "უკრაინა ნატოში არ არის, რადგან ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურადაა განწყობილი. რისი ეშინია ქვეყნების ამ ჯგუფს? მათ ეშინიათ რუსეთის მხრიდან ესკალაციის. ეს არის ოფიციალური განცხადება. ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნებია. მაგრამ ძალიან შეურაცხყოფად ჟღერს. თუ ამბობენ, რომ იქნება ესკალაცია რუსეთის მხრიდან, ამბობენ, რომ ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათი არ არის, ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის დამამცირებელი და ღალატი უკრაინის მიმართ... ნათქვამია, რომ მათთვის მიმდინარე სიტუაცია უკრაინაში, სადაც დაახლოებით მესამე ტერიტორიაა ოკუპირებული, სადაც ამდენი ადამიანი დაიღუპა, არ არის ესკალაცია", - განაცხადა ზელენსკიმ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)