12:47 - 20 Aug, 2026
|
2024-01-20 18:57:32, 1096 ნახვა
სამართალი
კახეთში, არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ კაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული სიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. პროცესზე დაცვის მხარე 20 ათას ლარიანი გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მას პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება. ცნობისთვის, კახეთში, 45 წლამდე კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა. შურისძიების მიზნით კი დაზარალებულის ბიძამ, სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)