|
2024-01-20 13:35:41, 1513 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის გაურკვევლობა და საფრთხე მოაქვს
რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის მოაქვს გაურკვევლობა და საფრთხე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მსოფლიო უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ წინ შეიძლება მეტი ომი იყოს, "მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ეს შევაჩეროთ". "რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის მოაქვს გაურკვევლობა და საფრთხე. მსოფლიო უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ წინ შეიძლება მეტი ომი იყოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ეს შევაჩეროთ. ჩვენ გვაქვს ძალა დავიცვათ ნორმალური ცხოვრება. მსოფლიოს აქვს ეს ძალა და ამ ძალამ უნდა იმუშაოს რუსეთის შესაჩერებლად. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება. ვინც იცავს უკრაინას, ვისაც ახსოვს, რომ მთავარი გამოწვევა უკრაინისთვის ყველა იმ შესაძლებლობის მიცემაა, რაც ოკუპანტებს ჩვენი მიწიდან განდევნის. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)