21:19 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-19 16:05:12, 1042 ნახვა

მსოფლიო
პისტორიუსი - შესაძლოა, რომ ვლადიმერ პუტინი თავს ნატოს ქვეყნებსაც დაესხას

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, შესაძლებელია, რომ რამდენიმე წელში რუსეთის პრეზიდენტი ვალდიმერ პუტინი თავს ნატოს წევრ ქვეყნებს დაესხას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

პისტორიუსის თქმით, თავდასხმა, შესაძლოა, ხუთი-რვა წლის შემდეგ მოხდეს.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი ერთხელაც, შესაძლოა, ნატოს ქვეყნებსაც კი დაესხას თავს. ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს, შესაძლოა, ხუთი-რვა წლის შემდეგ მოხდეს“, - განაცხადა პისტორიუსმა.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან მუქარა თითქმის ყოველდღიურად ისმის.

„ჩვენ სწრაფად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა არსებული სიტუაციის ფონზე“, - დასძინა პისტორიუსმა.

გამოცემის ინფორმაციითვე, პისტორიუსმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ცვლილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მზადაა, შეიარაღებულ ძალებში ის ადამიანები დაუშვას, რომლებსაც გერმანიის მოქალაქეობა არ აქვთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics