|
2024-01-17 17:14:01, 1239 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 2023 წლის ცხრა თვეში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთს 2,9 მილიარდი დოლარის კომპონენტები მიაწოდეს
2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები მიაწოდეს, - ნათქვამია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ახალ ანგარიშში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შედგენაზე მუშაობს. ანგარიშში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ნათქვამია, რომ უკრაინის მიერ განადგურებული ან ხელში ჩაგდებული რუსული იარაღის ნიმუშებში აღმოჩენილია 250-ზე მეტი დასავლური კომპანიის მიერ წარმოებული კომპონენტები. „რუსეთის იარაღის წარმოების შესაძლებლობის შეზღუდვა არის საკვანძო. სწორედ ეს მიმაჩნია ნომერ პირველ პრიორიტეტად სასანქციო პოლიტიკისთვის. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ჩვენი ჯგუფის ექსპერტები მიუთითებენ ეფექტიანობის გაძლიერების ბევრ გზაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა „ფრიმან სპოგლის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის“ დირექტორმა, მაიკლ მაკფოლმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)