08:43 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-17 16:08:22, 914 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - „ხალხის ძალის“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას განვიხილავთ

განვიხილავთ საკითხს, რასაც ქვია "ხალხის ძალის" პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმ პოლიტიკას, რომელიც "ხალხის ძალამ" შექმნა.

"ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რასაც ქვია "ხალხის ძალის" პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში საზოგადოება გაიგებს იმას, ჩვენ რა პოლიტიკური სტატუსით წარვსდგებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფორმირება გახდა აუცილებელი და ჩვენ ამ ფორმით თუ იმ ფორმით, ამ პოლიტიკით, რასაც ქვია ხალხის აქტიური ჩართულობა პროცესებში, მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში...

რაც შეეხება ბარიერის გადალახვა-არ გადალახვის საკითხს, დარწმუნებულები იმაში ვართ, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც შექმნა "ხალხის ძალამ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics