05:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 11:54:50, 648 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება ბაქოში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს.

როგორც უწყებაში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან.

"დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან",- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება, რამაც ხანძარი გამოიწვია, გუშინ, 15 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics