13:01 - 19 Aug, 2026
|
2024-01-15 15:06:27, 1716 ნახვა
ომი უკრაინაში
ვალერი ზალუჟნიმ 2 რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება დაადასტურა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა 2 რუსული სამხედრო თვითმფრინავი - A-50 და Іл-22М11 ჩამოაგდო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზალუჟნიმ Telegram-ზე დაწერა. "უკრაინის საჰაერო ძალების ჯარისკაცებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის A-50, შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი და მტრის Іл-22М11",- წერს ზალუჟნი. მთავარსარდალმა სოციალურ ქსელში რადარებიდან 2 თვითმფრინავის გაქრობის ვიდეოც გამოაქვეყნა. ცნობისთვის, მანამდე, РБК-Украина თავდაცვის ძალების წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო Ил-22М11 დააზიანა.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)