|
2024-01-12 21:47:58, 1583 ნახვა
ომი უკრაინაში
სუნაკი - პუტინმა შეიძლება იფიქროს, რომ უფრო მეტხანს გაგვიძლებს, მაგრამ ის ცდება - უკრაინა მარტო არასოდეს იქნება
პუტინმა შეიძლება იფიქროს, რომ უფრო მეტხანს გაგვიძლებს, მაგრამ ის ცდება, უკრაინა არასოდეს იქნება მარტო, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კიევში, ვოლოდიმრი ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სუნაკი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფო და თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებს. "თქვენი თავისუფლების სურვილმა შთააგონა და შეეხო ბრიტანელ ხალხს. ხოლო ჩვენი, მსოფლიოს თავისუფალი სახელმწიფოებისთვის, უკრაინის დახმარება არის ინვესტიცია ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ის აქ არ გაჩერდება... სწორედ ამის გამო გაერთიანებული სამეფო და თავისუფალი სამყარო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, როგორც ამას ვაკეთებდით ამ ომის დაწყების დღიდან“, - განაცხადა სუნაკმა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში დღეს ჩავიდა. დღესვე, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)