02:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 16:54:24, 631 ნახვა

მსოფლიო
მორავეცკი - ბოლო 35 წლის განმავლობაში პოლონეთში პოლიტიკური პატიმრები პირველად გვყავს

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილის, მაცეი ვონსიკის დაპატიმრებას გამოეხმაურა.

როგორც მორავეცკიმ აღნიშნა, ბოლო 35 წლის განმავლობაში პოლონეთს პოლიტიკური პატიმრები პირველად ჰყავს.

„პირველად ბოლო 35 წლის განმავლობაში, კომუნიზმის დაცემისა და პოლონელების ტოტალიტარიზმზე დიდი გამარჯვების შემდეგ, პოლონეთში პოლიტიკური პატიმრები გვყავს. მარიუშ კამინსკი და მაცეი ვონსიკი დონალდ ტუსკის ახალი მთავრობის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლები არიან. მოვუწოდებ დასავლეთის დემოკრატიულ თანამეგობრობას, ნუ შეხედავენ პასიურად იმას, რაც დღეს პოლონეთში ხდება“, - განაცხადა მორავეცკიმ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics