|
2024-01-11 09:10:28, 1404 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა 10 იანვარს, ღამით ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. როგორც უკრაინული მედია ხარკოვის მერიასა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციზე დაყრდნობით იტყობინება, დაშავებულია, სულ მცირე, 11 ადამიანი. საოლქო პროკურატურის მიერ Telegram-ზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაშავებულთა შორის საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქეცაა. ისინი თურქულ მედიას წარმოადგენენ, თუმცა მედიასაშუალება დაკონკრეტებული არ არის. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროზე, სადაც 30 სამოქალაქო პირი, მათ შორის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსეთმა იერიშისთვის S-300-ის ტიპის რაკეტები გამოიყენა. სინეგუბოვის ინფორმაციით, დაშავებული 11 ადამიანიდან 31-დან 38 წლამდე 4 მამაკაცია და 23-დან 71 წლამდე 7 ქალი. დაშავებულთაგან 9 სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)