|
2024-01-06 11:51:36, 1876 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომი გაანადგურა
საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო ოთხი უკრაინული რაკეტა ანექსირებული ყირიმის თავზე. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმა 6 იანვრის ღამის თორმეტის ნახევარზე მოხდა. ამასთან, ყირიმის ხიდზე მოძრაობა დაახლოებით ერთი საათით შეჩერდა. სარაკეტო დარტყმის დეტალები არ გავრცელებულა. პრო-უკრაინული ტელეგრამის არხები წერენ ათეულზე მეტ აფეთქებას ევპატორიას რაიონში და ნოვოფედორივკას რაიონში, სადაც მდებარეობს რუსული სამხედრო აეროდრომი საკი. 6 იანვარს, დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა ტელეგრამაში დაწერა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა საკის აეროდრომზე სამეთაურო პუნქტი დაარტყეს. ამ ინფორმაციაზე რუსული მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)