14:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-04 09:41:05, 1112 ნახვა

მსოფლიო
CNN - ტრამპმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს კოლორადოს შტატის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს კოლორადოს შტატის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რომელიც მას შტატის მასშტაბით საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„კოლორადოს გადაწყვეტილება არ და ვერ იქნება სწორი“, - წერენ დონალდ ტრამპის ადვოკატები სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებაში..

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.

კოლორადოს შემდეგ, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა.

აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics