14:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 14:14:13, 936 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის სასაზღვრო სამსახური - შავ ზღვაში სამოქალაქო გემი რუსულ ნაღმზე აფეთქდა

შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი რუსულ ნაღმზე აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასაზღვრო სამსახურის ცნობით, აფეთქების შედეგად 2 მეზღვაური დაშავდა.

"ერთ დაშავებულ მეზღვაურს დახმარება ადგილზე გაუწიეს, მეორე კი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს",- წერს მედია.

მათივე ცნობით, გემი მარცვლეულის ჩასატვირთად დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა. აფეთქების შედეგად გემმა დაკარგა სიჩქარე და კონტროლი, ხანძარი გაჩნდა ზედა გემბანზე. წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად კაპიტანმა გემი მიწაზე დააფიქსირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics